რბ ლაიფციგმა მოთხოვნად ვინგერ იან დიომანდეს 80 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი ფასი დაადო. 19 წლის ივუარელის მიმართ ინტერესი მაღალია ბუნდესლიგაში მისი წარმატებული სეზონის შემდეგ. ამ სეზონში დიომანდემ ლაიფციგის მაისურით ბუნდესლიგის 16 მატჩში, სასტარტო შემადგენლობიდან, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც ევროპის წამყვანი გუნდების სატრანსფერო ინტერესი მიიპყრო. პოტენციური გარიგებით დაინტერესებულნი არიან მიუნხენის ბაიერნი და ლივერპული, ხოლო talkSPORT-ის მტკიცებით, მის თამაშს მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსიც აკვირდებიან. ლივერპულმა სკაუტები გაგზავნა დიომანდეს საყურებლად გასულ უქმეებზე ვოლფსბურგთან საშინაო ფრედ დასრულებულ (2-2) მატჩზე, სადაც თინეიჯერმა ლაიფციგის შემადგენლობაში გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს. ლაიფციგს დიომანდეს სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტზე მეტი სურს, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო გაყიდვა იქნება. კლუბის წინა ყველაზე ძვირადღირებული გაყიდვა იყო იოშკო გვარდიოლის ტრანსფერი მანჩესტერ სიტიში 2023 წელს, 77 მილიონ ფუნტად. ლაიფციგის შეფასება შემცირდება, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ მოხვდება. გერმანული გუნდი ამჟამად ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზეა და ოთხეულს ორი ქულით ჩამორჩება.