შაბათ საღამოს ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) შემდეგ, ფრანკფურტის „აინტრახტმა“ დაშავებული ფეხბურთელების, არნო კალიმუენდოსა და რასმუს კრისტენსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა განაახლა. კალიმუენდოსთან დაკავშირებით მოულოდნელი კარგი ამბებია, თუმცა, სამწუხაროდ, კრისტენსენის გამოკვლევის შემდეგ „აინტრახტის“ დაცვის ხაზში დამატებითი საზრუნავი გაჩნდა. „აინტრახტის“ განცხადებაში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ დანიელი მცველის ტერფის დაზიანება „დამატებით გამოკვლევას“ საჭიროებდა. თუმცა, Sport Bild ირწმუნება, რომ კრისტენსენმა სერიოზული ლიგატურ დაზიანება მიიღო, რაც მას რამდენიმე თვით, შესაძლოა, სეზონის ბოლომდეც კი გამორიცხავს მოედანს. გერმანული ტაბლოიდი აღნიშნავს, რომ „დამატებითი გამოკვლევები“ არსებითად „აინტრახტის“ სასოწარკვეთილ მცდელობას წარმოადგენს, მოიძიოს მეორე აზრი/დასკვნა. იმ ამბის შემდეგ, რომ მცველი არტურ ტეატეც რამდენიმე თვით გამოეთიშება მოედანს, „რაინ-მაინ-ადლერები“ (RheinMainAdler - „აინტრახტის“ მეტსახელი) იმედოვნებენ, რომ კიდევ ერთ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს არ დაკარგავენ. „გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი მხრის დაზიანება სერიოზული არ არის“, - ნათქვამია SGE-ის (აინტრახტის) კვირას გავრცელებულ განცხადებაში. „ამჟამად ხანგრძლივი არყოფნა მოსალოდნელი არ არის“.