ალანი 21 წლისაა და მას საკმაო გამოცდილება აქვს. „პალმეირას“ ძირითად გუნდში მას 64 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ დროისთვის 11 შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა. მართალია, მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე მოთამაშისთვის მისი შედეგიანობა ოდნავ დაბალია. მას ასევე შეუძლია თამაში მარცხენა ფლანგზე და ნახევარდაცვაშიც, თანაც ის ცაციაა, რაც იდეალურ პროფილად ითვლება. ის საკმაოდ დაბალია, მაგრამ, ბრაზილიელთა უმეტესობის მსგავსად, ბურთთან მუშაობის შესანიშნავი ტექნიკა აქვს და ძალიან ძლიერია ერთ-ერთზე დუელებში, მოხერხებულად გადააქვს ფეხები და აკონტროლებს ბურთს. მარჯვენა ვინგერის პოზიციიდან მას ურჩევნია ცენტრისკენ შეჭრა და მარცხენა ფეხით მოქმედება. მას შეუძლია ჩაწოდებები საჯარიმოში ან დარტყმები კარში – თუმცა, არც ერთი და არც მეორე სრულყოფილად არ აქვს ათვისებული. გასულ სეზონში, ბრაზილიის უმაღლეს ლიგაში 90 წუთში საშუალოდ 2.5 დრიბლინგს ასრულებდა, რაც უდავოდ მისი თამაშის უდიდესი ძალაა. ის კარგი დრიბლიორია ვიწრო სივრცეებში და შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მცველის მოტყუება. საინტერესოა აღინიშნოს, რომ გასულ წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, „ჩელსის“ წინააღმდეგ ის მარჯვენა მცველის პოზიციაზეც კი თამაშობდა, სადაც სამი დაცვითი დუელიდან ორი მოიგო და შედარებით კომფორტულად გამოიყურებოდა. „პალმეირას“ შემადგენლობაში მან კიდევ რამდენჯერმე ითამაშა მარჯვენა მცველად, რაც მის მრავალმხრივობას უსვამს ხაზს. U20 დონეზე ის რეგულარულად თამაშობდა ნახევარმცველადაც. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას საკმაოდ მაღალი ტაქტიკური ინტელექტი აქვს და ეს ძალიან მიმზიდველია „ლივერპულისთვის“, თუკი ისინი ეძებენ ფეხბურთელს არა ძირითად შემადგენლობაში რეგულარული სასტარტო ადგილისთვის, არამედ გუნდის გაძლიერების მიზნით. თუმცა, საბოლოო ჯამში, ალანი ჯერ კიდევ „ნედლი“ პროფილია. ის არ არის სრულად ჩამოყალიბებული მოთამაშე. მის განვითარებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.