ფეხბურთი
/
24.02.2026
არსენალს 5 ფეხბურთელი შესაძლოა ვულვზთან მატჩში დააკლდეს
დღეს ლონდონის „არსენალი“ „მოლინუზე“ „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდება, რათა სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყაროს. თუმცა, მიკელ არტეტას შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწიოს თამაში.
დღეს ლონდონის „არსენალი“ „მოლინუს“ სტადიონზე „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდება, რათა სატურნირო ცხრილის სათავეში ლიდერობა გაიმყაროს. თუმცა, მიკელ არტეტას შესაძლოა რამდენიმე გადამწყვეტი ფეხბურთელის გარეშე მოუწიოს თამაში. მარტინ ოდეგაარდის არყოფნა დადასტურებულია. რიკარდო კალაფორის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, კაი ჰავერტზის დაბრუნება ამ უქმეებზეა მოსალოდნელი, ხოლო მიკელ მერინო და მაქს დაუმანი რეაბილიტაციას აგრძელებენ. ეს დანაკლისები „მეთოფეების“ ამოცანას კიდევ უფრო გაართულებს, ვინაიდან მათ სურთ გაზარდონ სხვაობა მეორეადგილოსან „მანჩესტერ სიტისთან“.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება