მიკელ არტეტამ უიგანთან FA თასის 4:0 მოგების შემდეგ ბენ უაიტის, მარტინ ოდეგორისა და რიკარდო კალაფიორის ტრავმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კალაფიორი თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა ტრავმის გამო ბუკაიო საკამ შეცვალა მატჩის დაწყებამდე. ბენ უაიტიც მოედნიდან სრულ დრომდე ათი წუთით ადრე გაიყვანეს აშკარა ტრავმის გამო. არტეტას მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ჰკითხეს მატჩის შემდეგ. „დიახ, ის და ბენი ერთადერთი საეჭვოები არიან. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო 48 საათის განმავლობაში,“ – განაცხადა მან. ოდეგორი გუნდის განაცხადში არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ „არსენალის“ ბოლო მატჩში, ბრენტფორდთან 1:1 ფრეში, შეცვლაზე შევიდა. „მარტინთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ცხადია, მან დაზიანება მიიღო იმ ეპიზოდში, როცა გოლი გავუშვით და ის დღევანდელი მატჩისთვის მზად არ იყო,“ – განმარტა მწვრთნელმა. ამ სამი ახალი ტრავმის გარდა, არტეტას გუნდს ასევე აკლია კაი ჰავერცი და მიკელ მერინო. „არსენალის“ დამრიგებელს ჰკითხეს, ხომ არ აწუხებს ტრავმების დაგროვება ამ ეტაპზე. „დიახ,“ – უპასუხა მან. „განსაკუთრებით იმის გამო, თუ როგორ გვიწევს მათთან გამკლავება; ადრე თავდამსხმელები იყვნენ, მერე მცველები, ახლა კი ნახევარმცველები. მაგრამ ჩვენ მაინც ვუმკლავდებით ამას, თუმცა გვჭირდება რამდენიმე მოთამაშე უკან და ფორმაში, რათა მოგვცეს არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ განსხვავებული ვარიანტები ჩვენი მეტოქეების მიმართ. ასე რომ, რაც უფრო სწრაფად დაბრუნდებიან, მით უკეთესი.“