ფეხბურთი
/
25.02.2026
„ასე გაგრძელება შეუძლებელია“ – ჰიულმანდი მომდევნო მატჩებში როტაციას აანონსებს
ლევერკუზენის „ბაიერის“ მწვრთნელმა, კასპერ ჰიულმანდმა, ორი ზედიზედ მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ დატვირთული გრაფიკის გამო გუნდის შემადგენლობის როტაცია აუცილებელი გახდება. მან ხაზი გაუსვა გუნდის სკამზე მყოფი ფეხბურთელების მაღალ ხარისხსა და გუნდის მრავალრიცხოვნებას.
4:0 გამარჯვების შემდეგ „სანკტ პაულისთან“, ლევერკუზენის „ბაიერის“ მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა ოთხშაბათს „ოლიმპიაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის 2:0 მოგებულ მატჩში ზუსტად იგივე სასტარტო თერთმეტი ფეხბურთელი დააყენა. საბერძნეთში გამართული მატჩის შემდეგ, დანიელმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ორ მატჩს შორის სამდღიანმა შუალედმა „შესაძლებლობა მისცა, რომ დასაწყისიდანვე შეენარჩუნებინათ გარკვეული თანმიმდევრულობა“. თუმცა, მომდევნო 10 დღის განმავლობაში დაგეგმილი კიდევ სამი მატჩის გათვალისწინებით, როტაცია აუცილებელი გახდება. „ასე გაგრძელება შეუძლებელია, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა ჰიულმანდმა და შაბათს, ბუნდესლიგის „უნიონ ბერლინთან“ დაპირისპირების წინ ცვლილებები დააანონსა. „ჩვენ გვყავს კარგი სათადარიგოთა სკამი ხარისხიანი ფეხბურთელებით. ჩვენ გვყავს მრავალრიცხოვანი და მაღალი ხარისხის შემადგენლობა, ამიტომ ჩვენთვის შესაძლებელია როტაციის განხორციელება“, – დასძინა მან.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება