სპორტი
/
28.02.2026
აშშ-ის ქალთა ჰოკეის ნაკრებმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა
ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ჰოკეიში. გუნდმა მილანში გამართულ დაძაბულ ფინალურ მატჩში კანადა 2-1 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში მეგან კელერმა გაიტანა. ჰილარი ნაითმა, რომლისთვისაც ეს ბოლო ოლიმპიადა იყო, ანგარიში გაათანაბრა რეგულარულ დროში და ნაკრების რეკორდი დაამყარა გატანილი გოლებით.
აშშ-ის ქალთა ჰოკეის ნაკრებმა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. აშშ-ის გუნდმა მილანში გამართულ დაძაბულ მატჩში ხუთშაბათს კანადის ნაკრები 2-1 დაამარცხა. კანადის ნაკრების მოთამაშემ, კრისტინ ო’ნილმა, მატჩის პირველი გოლი მეორე პერიოდში გაიტანა. მესამე პერიოდის დასრულებამდე ორ წუთზე ოდნავ მეტით ადრე, აშშ-ის ნაკრების კაპიტანმა და ოთხგზის ოლიმპიელმა ჰილარი ნაითმა გაიტანა გოლი, რითაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. NBC-ის ცნობით, ეს უკანასკნელი ოთხი ოლიმპიადიდან მესამე შემთხვევა იყო, როდესაც აშშ-ისა და კანადის ქალთა ჰოკეის ნაკრებებს დამატებითი დრო დასჭირდათ ოქროს მედლის მფლობელის გამოსავლენად.
თავისი გოლით ნაითმა დაამყარა აშშ-ის ქალთა ჰოკეის ოლიმპიური რეკორდი გატანილი გოლებისა და ქულების რაოდენობით, მიაღწია რა 15-ს. 36 წლის კალიფორნიელმა ნაითმა მანამდე განაცხადა, რომ მიმდინარე ოლიმპიური თამაშები მისთვის ბოლო იქნებოდა. დამატებითი დროის დაწყებიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში, მეგან კელერმა გამარჯვების გოლი გაიტანა აშშ-ის ნაკრებისთვის.
ხუთშაბათს, ადრე, შვეიცარიამ შვედეთი 2-1 დაამარცხა დამატებით დროში და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება