მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა, ზაფხულში კიმ მინ-ჯეს გაყიდვას დათანხმდეს, რადგან პრემიერ ლიგის კლუბები მცველის მიმართ ინტერესს იჩენენ. სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში ადგილი ძირითად შემადგენლობაში დაკარგა, რაც „ბაიერნში“ გასულ ზაფხულს „ლევერკუზენიდან“ ჯონათან ტას მოსვლას მოჰყვა. მინ-ჯემ 2025-26 წლების სეზონში მხოლოდ 10 სალიგო მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და „ბაიერნი“ სეზონის ბოლოს შეთავაზებებისთვის მზადაა. გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა, კიმ მინ-ჯეს წარმომადგენლებს კლუბის პოზიცია უკვე აცნობა. როგორც ცნობილია, ცენტრალური მცველი გერმანიაში თავისი ამჟამინდელი როლით კმაყოფილია, თუმცა მიმზიდველი შეთავაზებების შემთხვევაში სიტუაციას გადააფასებს. 29 წლის ფეხბურთელის გადაბირებას „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებენ, რადგან ორივე კლუბი ცენტრალური დაცვის გაძლიერებას ცდილობს. მინ-ჯემ „ბაიერნის“ მაისურით 102 მატჩი ჩაატარა მას შემდეგ, რაც 2023 წელს „ნაპოლიდან“ 50 მილიონ ევროდ გადმოვიდა. ამ ტრანსფერმა მცველი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ აზიელ ფეხბურთელად აქცია. მანამდე მან „ნაპოლის“ სერია A-ს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და ლიგის საუკეთესო მცველის ჯილდოც დაიმსახურა. ასევე წაიკითხეთ: „ნიუკასლი“ „ყარაბაღს“ პირველ UCL პლეი-ოფში დაუპირისპირდება იხილეთ ასევე: ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის წილისყრა: „რექსჰემი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება Facebook | Instagram | Twitter | YouTube