სპორტი
/
25.02.2026
„ბარსელონა“ „კამპ ნოუს“ ტევადობის გაზრდისა და „გოლ ნორდის“ გახსნის ნებართვას მარტის დასაწყისში ელოდება
„ბარსელონამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კლუბი „სპოტიფაი კამპ ნოუს“ სტადიონის „გოლ ნორდის“ ტრიბუნის გახსნისა და ტევადობის შემდგომი გაზრდის ნებართვას მარტის დასაწყისში ელოდება. გაზრდილი ადგილები სეზონური აბონემენტების მფლობელებზე გადანაწილდება. პროცესს თავდაპირველად შეფერხებები ჰქონდა.
„ბარსელონამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა, რომ მარტის დასაწყისში ელოდება „კამპ ნოუს“ სტადიონის „გოლ ნორდის“ ტრიბუნის გახსნისა და ტევადობის შემდგომი გაზრდის ნებართვას.
„ფეხბურთის კლუბი „ბარსელონა“ გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც ბარსელონის მუნიციპალიტეტიდან მიღებული იქნება „სპოტიფაი კამპ ნოუს“ 1C ფაზის დამტკიცება, რომელიც „გოლ ნორდს“ შეესაბამება, კლუბი სტადიონის ეტაპობრივი გახსნის ამ ახალ ეტაპზე დაგეგმილი გაზრდილი ტევადობის 100%-ს სეზონური აბონემენტების მფლობელებს გამოუყოფს.“
„კლუბი მუნიციპალიტეტისგან 1C ფაზის გასააქტიურებლად საბოლოო ავტორიზაციას ელოდება. ეს ნებართვა, სავარაუდოდ, რაც შეიძლება მალე, მარტის დასაწყისში იქნება მიღებული.“
თავდაპირველი მოლოდინით, მუნიციპალიტეტს რეკონსტრუქციის პროექტის 1C ფაზის შესაბამისი ლიცენზია იანვარში უნდა გაეცა, თუმცა ის მიმდინარე თვემდე გადაიდო. ამ უქმეების „ლევანტესთან“ მატჩი ტრიბუნის გახსნის შესაძლო თარიღად იყო მითითებული, რაც ტევადობას 62,000-ზე მეტამდე გაზრდიდა. თუმცა, მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიის გაცემის შეფერხების გამო, „ბარსელონას“ მარტის დასაწყისამდე მოცდა მოუწევს.
„ეს ფაზა მოიცავს დაახლოებით 14,000 ახალ ადგილს, რომელიც ძირითადად „ბარსელონას“ გულშემატკივრებზე გადანაწილდება. თუ სტადიონზე დაბრუნება მარტის დასაწყისში მოხდება, ამ სეზონური აბონემენტების სავარაუდო ფასი, ადგილმდებარეობის მიხედვით, 160 ევროდან 264 ევრომდე იქნება.“
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება