მარკოს სენესი „ბარსელონასთან“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც იყო დაკავშირებული და „ბორნმუთის“ ვარსკვლავის სახელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდამდე კვლავ გააქტიურდა. ჟურნალისტი მატეო მორეტო აცხადებს, რომ „ბარსელონა“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე კლუბიდან, რომელსაც მცველის შეძენა სურს. სენესის კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და სავარაუდოდ, ის პრემიერ ლიგის გუნდს დატოვებს. „სენესი ძალიან კარგად ასპარეზობს „ბორნმუთში“ და პრემიერ ლიგის გუნდები მისთვის შეთავაზებებს ამზადებენ“, - თქვა მან. „ყველაზე მეტად დაინტერესებულია „ტოტენჰემი“, თუმცა არიან „დორტმუნდი“ და „იუვენტუსიც“, რომლებიც შეთავაზების გაკეთებას გეგმავენ. „ბარსაც“ ყურადღებით აკვირდება სენესის სიტუაციას.“ „ბარსელონას“ ამ ზაფხულს პრიორიტეტად ცენტრალური თავდამსხმელი ჰყავდა დასახული, მაგრამ „ატლეტიკო მადრიდთან“ და „ჟირონასთან“ ბოლო მარცხები იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, დაცვის ხაზზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ამჟამად. იქნება თუ არა სენესი კარგი შენაძენი „ბარსელონასთვის“? თქვენი აზრი დაგვიტოვეთ კომენტარებში!