შოტლანდიელი ფეხბურთელი ბილი გილმორი „ნაპოლის“ შემადგენლობაში „10 გრძელი კვირის“ შემდეგ მოედანზე დაბრუნებით აღფრთოვანებულია. „მოედანზე ყოფნას არაფერი სჯობს,“ - განაცხადა მან. გილმორი მოედანს ნოემბრის შემდეგ პირველად კვირას დაუბრუნდა, როდესაც „ნაპოლისა“ და „რომას“ შორის ფრედ, 2-2 დასრულებულ საშინაო მატჩში შეცვლაზე შევიდა. შოტლანდიელი მეორე ტაიმში გამოჩნდა და „პარტენოპეის“ გამათანაბრებელ გოლში თავისი წვლილი შეიტანა - მისი გადაცემის შემდეგ ალესონ სანტოსმა მოქმედი სერია A-ს ჩემპიონის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. „პირველი ნაბიჯები 2026 წელს,“ - დაწერა გილმორმა ინსტაგრამზე. „არაფერი სჯობს მოედანზე ყოფნას და მით უმეტეს, ამის გაკეთებას შენი გულშემატკივრების წინაშე. 10 გრძელი კვირა, ახლა კი დავბრუნდი და ამ გუნდთან ერთად ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. Forza Napoli Sempre.“ გილმორს 2025 წლის ნოემბერში საზარდულის ტრავმის გამო ოპერაცია ჩაუტარდა და „პარტენოპეის“ 23 მატჩი გამოტოვა.