ფეხბურთი
/
24.02.2026
ბრუნო ჟენეზიო: ანდრე გომესი „ლილს“ ტოვებს
„ლილის“ ნახევარმცველი ანდრე გომესი კლუბს ტოვებს, ეს ინფორმაცია მწვრთნელმა ბრუნო ჟენეზიომ დაადასტურა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ტრავმების გამო მოედანს მოკლებულია, მიმდინარე სეზონში მინიმალური დრო დაჰყო მინდორზე. საფრანგეთში დაბრუნებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ის სავარაუდოდ, „კოლუმბუს ქრიუ სკ“-ს შეუერთდება.
„ლილის“ ნახევარმცველი ანდრე გომესი „კლუბს დატოვებს“, – ამის შესახებ მწვრთნელმა ბრუნო ჟენეზიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
6 თებერვალს „მეცთან“ სტუმრად გამართულ მატჩში (0:0) სათადარიგოთა სკამზე დარჩენილი 32 წლის ფეხბურთელი ხვალინდელი ევროპა ლიგის მატჩის განაცხადში, „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ, არ მოხვედრილა.
მრავალი ფიზიკური პრობლემის გამო, პირველი გუნდიდან ჩამოშორებულმა პორტუგალიელმა ლეგიონერმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული, ამ სეზონში ლიგა 1-ის ორ შეხვედრაში მხოლოდ შვიდი წუთი ითამაშა. ამგვარად, ჩრდილოეთ საფრანგეთში დაბრუნებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, როგორც ჩანს, მისთვის დროა, ახალი თავი გადაშალოს და ახალი ლიგა აღმოაჩინოს.
აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“, „ევერტონისა“ და „ბენფიკას“ შემადგენლობაში თამაშის შემდეგ, გომესი ახლა, სავარაუდოდ, „კოლუმბუს ქრიუ სკ“-ს შეუერთდება, რომელმაც გასულ სეზონში Major League Soccer-ის ცხრილში მეთორმეტე ადგილი დაიკავა.
„ძაღლებთან“ (Les Dogues – „ლილის“ ზედმეტსახელი) კონტრაქტით შემდეგი წლის ივნისამდე შეკრული 2016 წლის ევროპის ჩემპიონი, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გათავისუფლდება.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება