„არსენალმა“ განაცხადა, რომ ბუკაიო საკამ კლუბთან ახალი „გრძელვადიანი“ კონტრაქტი გააფორმა. ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელებული სხვადასხვა ცნობით, უკვე ცნობილი იყო, რომ 24 წლის ფეხბურთელმა თავისი მომავალი კლუბს დაუკავშირა, რაც ახლა ოფიციალურად დადასტურდა. როგორც „არსენალისთვის“ არის დამახასიათებელი, კონტრაქტის ხანგრძლივობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ახალი ხუთწლიანი გარიგებაა. აკადემიის აღზრდილი მიკელ არტეტას ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რაღაც 24 წლისაა, საკამ კლუბის მაისურით 297 მატჩი ჩაატარა 2018 წელს თინეიჯერობისას დებიუტის შემდეგ, სადაც ჯამში 78 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, სავარაუდოდ, კვირას, ჩრდილოეთ ლონდონის დერბიში „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ წინააღმდეგ „არსენალის“ მაისურით 298-ე შეხვედრას ჩაატარებს.