ლაიფციგმა ბუნდესლიგის 22-ე ტურში ვოლფსბურგთან ფრედ, 2:2 ითამაშა. კოტ-დ’ივუარელმა ფეხბურთელმა იან დიომანდემ შთამბეჭდავი ფორმა შეინარჩუნა, თავისი მერვე სალიგო გოლი გაიტანა და ამასთანავე, თავის მომავალზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე დიდ ევროპულ კლუბს უკავშირებენ, 19 წლის თავდამსხმელი „ლაიფციგის“ მაისურით ბრწყინვალე ასპარეზობას აგრძელებს (ბუნდესლიგაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა). სატრანსფერო ჭორების ფონზე, როგორც ჩანს, ის მიმდინარე სეზონზეა კონცენტრირებული. მან განაცხადა: „ტრანსფერებში ყოველთვის ბევრი ადამიანია ჩართული: კლუბები, აგენტები, ოჯახი, ფეხბურთელები. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებებს მარტო არ ვიღებ. ერთი რამ ცხადია: ჩემს კლუბთან არასოდეს მექნება პრობლემა! რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარიერას აქ დავასრულებ. როცა შესაფერისი დრო დადგება, ამაზე ვისაუბრებთ. მაგრამ თუ ამ ზაფხულს აქ დავრჩები, ძალიან ბედნიერი ვიქნები.“ ეს მისი კომენტარები იყო „ლაიფციგის“ „ვოლფსბურგთან“ 2:2 ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ. კოტ-დ’ივუარელ ფეხბურთელს რამდენიმე ევროპულ გრანდს, მათ შორის მიუნხენის „ბაიერნს“, „ლივერპულს“, „არსენალს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და სხვებს უკავშირებენ.