ჩელსი ლიამ დელაპის გაშვებას განიხილავს ამ ზაფხულს, მისი იმედგამაცრუებელი სადებიუტო სეზონის შემდეგ. დელაპი ჩელსის იპსვიჩ თაუნიდან გასულ ზაფხულს 30 მილიონ ფუნტად შეუერთდა. 23 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში ტრაქტორ ბოიზების (იპსვიჩის მეტსახელი) მაისურით 12 სალიგო გოლი გაიტანა, თუმცა ჩელსის შემადგენლობაში პრემიერ ლიგის 17 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოახერხა თავის გამოჩენა. ამ 17 შეხვედრიდან მხოლოდ 9 დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, რადგან როგორც ლიამ როზენიორის, ასევე ყოფილი მწვრთნელის, ენცო მარესკას დროს უპირატესობა გასულ ზაფხულს ასევე შეძენილ ჟოაო პედროს ენიჭებოდა. ტრავმებმაც იქონია გავლენა მის სადებიუტო სეზონზე და ჩელსი ახლა მის უახლოეს მომავალს აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ იჯარით გაშვება ყველაზე სავარაუდო ვარიანტად ითვლება, Caught Offside იუწყება, რომ მუდმივი კონტრაქტით მისი გაყიდვაც განიხილება. მანჩესტერ იუნაიტედი, რომელსაც დელაპის გადაბირება გასულ ზაფხულსაც სურდა, კვლავ ინტერესდება მანჩესტერ სიტის აკადემიის ყოფილი აღზრდილით, რადგან წითელ ეშმაკებს ბენჟამინ შეშკოსთვის კონკურენციის შექმნა სურთ. ნიუკასლ იუნაიტედმა ასევე გამოხატა ინტერესი დელაპის მიმართ გასულ ზაფხულს და კაჭკაჭებმა შესაძლოა ამ ზაფხულს თავდამსხმელი ეძებონ, ნიკ ვოლტემადეს ირგვლივ არსებული გაურკვევლობის ფონზე. ევერტონი, ბრაიტონი და სანდერლენდი ასევე ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას.