დე'აარონ ფოქსმა, საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი სროლის შესრულების შემდეგ, მედიასთან ისაუბრა ლებრონ ჯეიმსთან ერთად გადაღებულ ფოტოზე: „მე და ბრონის (ლებრონ ჯეიმსის) ფოტო ვნახე, ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოა, რაც გამაჩნია. მას ხელი უნდა მოვაწერინო.“ აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად Hoops Hype-ზე გამოჩნდა.