NBA
/
18.02.2026
დევინ ბუკერი: „მომავალი წელი, შესაძლოა, სამქულიანების კონკურსში ჩემი ბოლო მონაწილეობა იყოს“
NBA All-Star-ის სამქულიანების კონკურსის ფინალში დემიენ ლილარდთან დამარცხების შემდეგ, დევინ ბუკერმა განაცხადა, რომ მომავალი წელი, სავარაუდოდ, მისი ბოლო მონაწილეობა იქნება აღნიშნულ შეჯიბრში.
დუეინ რანკინის ინფორმაციით, დევინ ბუკერმა NBA All-Star-ის სამქულიანების კონკურსის წლევანდელ ფინალში დემიენ ლილარდთან 29-27 დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მომავალი წელი, შესაძლოა, მისი ბოლო მონაწილეობა იყოს ამ შეჯიბრში.
„ეს ცოტა მტკივნეული იყო. ძალიან მინდოდა ეს გამარჯვება. მინდოდა, ფენიქსში დამეცვა ტიტული, მაგრამ ალბათ მომავალ წელს ბოლოს მივიღებ მონაწილეობას, თუ მიწვევას მივიღებ. მოუთმენლად ველოდები“, - თქვა ბუკერმა.
მისი ფრაზა „თუ“ ბადებს კითხვებს მოწვევის შესახებ. #Suns #NBAAllStar #NBAAllStar26
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება