ფეხბურთი
/
16.02.2026
დონიელ მალენი: „დუბლი გავახერხე, მაგრამ მოგება დავიმსახურეთ“ - „რომა“ სწორი ადგილია ჩემი თვისებების გამოსავლენად
დონიელ მალენმა „ნაპოლისთან“ მატჩში დუბლი შეასრულა, თუმცა „რომამ“ ქულები გაიყო. მატჩის შემდეგ ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოთქვა ფრედ დასრულებული შეხვედრის გამო, მაგრამ აღნიშნა, რომ „რომა“ მისთვის სწორი არჩევანია.
დონიელ მალენმა დღეს საღამოს კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და „ნაპოლისთან“ 2:2 ფრედ დასრულებულ შეხვედრაში „ჯალოროსის“ შემადგენლობაში დუბლი შეასრულა. მატჩის შემდეგ ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა საბოლოო შედეგით იმედგაცრუება გამოხატა.
„იმედგაცრუებული ვარ, გამარჯვებას ვიმსახურებდით. ჩემთვის ეს კარგი ღამე იყო, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის მოგება გინდა.
როდესაც „რომასთან“ კონტრაქტი გავაფორმე, კარგი შეგრძნება მქონდა. ვიცი ჩემი შესაძლებლობები. ფეხბურთში ასევე იღბალიც გჭირდება და ახლა ყველაფერი კარგად მიდის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ.
გასპარინი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს გადაწყვეტილებაში, რომ აქ მოვსულიყავი. მან მესაუბრა ჩემი როლისა და იმის შესახებ, თუ რა შემეძლო შემეტანა გუნდში. „რომა“ დიდი ამბიციების მქონე გუნდია. ეს სწორი ადგილია ჩემი თვისებების გამოსავლენად.“
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება