ფეხბურთი
/
16.02.2026
დრამატული ქამბექი: „სელტიკმა“ „კილმარნოკთან“ ორბურთიანი ჩამორჩენა შემოატრიალა და მოიგო
შოტლანდიის პრემიერლიგის 27-ე ტურში, „გლაზგო სელტიკმა“ „კილმარნოკის“ მოედანზე დრამატული გამარჯვება მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა. მეორე ტაიმში, სებასტიან ტუნექტის, ბენჟამინ ნიგრენისა და ჯულიან არაუხოს გოლებით, „სელტიკმა“ ანგარიში 3:2-ზე შემოატრიალა.
შოტლანდიის პრემიერლიგის 27-ე ტურში, გლაზგოს „სელტიკმა“ „კილმარნოკის“ მოედანზე სანახაობრივი ქამბექით 3:2 მოიგო. შეხვედრა სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო. პირველივე წუთებიდან დომინანტმა „კილმარნოკმა“ ანგარიში 21-ე წუთზე ტაირეს ჯონ-ჯულსის გოლით გახსნა. შვიდი წუთის შემდეგ, ჯო ჰიუგილმა „სელტიკის“ დაცვაში დაბნეულობით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის ბოლოს ორი გოლით ჩამორჩენილ გლაზგოელებს მართლაც რთული მდგომარეობა ჰქონდათ. თუმცა, შესვენების შემდეგ მატჩი თავდაყირა დადგა. „სელტიკის“ მწვრთნელმა მოედანზე ტუნისელი ლეგიონერი, სებასტიან ტუნექტი შემოიყვანა – ეს ცვლილება გადამწყვეტი აღმოჩნდა. 56-ე წუთზე „კართაგენის არწივების“ ფეხბურთელმა გუნდს მძლავრი, მოურიდებელი დარტყმით იმედი დაუბრუნა და ანგარიში შეამცირა. გამხნევებულმა „სელტიკმა“ წნეხი გააგრძელა და რვა წუთის შემდეგ შვედმა თავდამსხმელმა ბენჟამინ ნიგრენმა საპასუხო გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში გაათანაბრა. მაშინ, როცა თამაში ფრედ დასრულდებოდა, ჯულიან არაუხომ დამატებით დროში (90+7) გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გამარჯვება მოუტანა გუნდს.
#ფეხბურთი
#შოტლანდიის პრემიერლიგა
#სელტიკი
#ქამბექი
#კილმარნოკი
#სებასტიან ტუნექტი
#ბენჟამინ ნიგრენი
#ჯულიან არაუხო
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება