ფეხბურთი
/
15.02.2026
ენდრიკი იანვრის თვის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
მადრიდის „რეალიდან“ განათხოვრებული ბრაზილიელი ფეხბურთელი ენდრიკი იანვარში საფრანგეთის ჩემპიონატში დომინირებდა, რისთვისაც ლიგა 1-ის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო. მან „მეცთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატში ფურორით შევიდა. ენდრიკი იანვრის თვის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მადრიდის „რეალიდან“ წლის დასაწყისში განათხოვრებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საფრანგეთში თავისი ნიჭის წარმოჩენას დრო არ დაუკარგავს. „მეცთან“ გაფორმებული ჰეთ-თრიკითა და საგოლე გადაცემით, ენდრიკმა „ლიონი“ 2026 წლის პირველ თვეში გამარჯვებამდე მიიყვანა. მან ხმების 52% მიიღო და გაასწრო მეისონ გრინვუდს (მარსელის „ოლიმპიკი“) და პაველ შულცს („ლიონი“).
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება