მანჩესტერ სიტი ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში ნიუკასლ იუნაიტედს ესტუმრება. ეს გუნდებისთვის მიმდინარე სეზონში მეხუთე დაპირისპირება იქნება. მანამდე, პრემიერ ლიგაში მათთან სტუმრად 2-1 დავმარცხდით, ორჯერ კარაბაოს თასის ნახევარფინალში ვძლიეთ, ხოლო ამ უქმეებზე ედი ჰაუს გუნდს სახლში, ლიგის მატჩშიც უნდა შევხვდეთ. მატჩი 7 ან 8 მარტის უქმეებზე გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება. „ქალაქელების“ თასის კამპანია იანვარში ექსეტერ სიტისთან გამაოგნებელი 10-1 გამარჯვებით დაიწყო, სადაც ახალწვეულმა ანტუან სემენიომ და რამდენიმე აკადემიის აღზრდილმა იბრწყინეს. ეს თითქმის 40 წლის განმავლობაში „სიტის“ პირველი მატჩი იყო, სადაც გუნდმა ორნიშნა რიცხვით მოიგო. შემდეგ, მეოთხე რაუნდში, „ეტიჰადზე“ სელფორდთან დაპირისპირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, თუმცა „სიტიმ“ გასულ უქმეებზე 2-0 მოიგო, რითაც ოთხივე დიდი ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს. ჩვენმა მოწინააღმდეგემ, ნიუკასლმა, შემდეგ ეტაპზე ადგილი ასტონ ვილასთან 3-1 ქამბექით მოგებით დაიკავა. ამას გარდა, „კაჭკაჭებმა“ პრემიერ ლიგის სხვა გუნდი, ბორნმუთი, პენალტების სერიაში გამოთიშეს ტურნირიდან მას შემდეგ, რაც „სენტ ჯეიმს პარკზე“ 3-3 ითამაშეს. დამატებითი ინფორმაციისთვის მატჩის თარიღის, დაწყების დროისა და ბილეთების შესახებ, თვალი ადევნეთ mancity.com-ს და „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურ აპლიკაციას. **ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდის სხვა წყვილები:** ფულემი v საუთჰემპტონი პორტ ვეილი ან ბრისტოლ სიტი v სანდერლენდი ნიუკასლ იუნაიტედი v მანჩესტერ სიტი ლიდს იუნაიტედი v ნორვიჩ სიტი მენსფილდ თაუნი v არსენალი ვულვერჰემპტონ უონდერერსი v ლივერპული რექსჰემი v ჩელსი ვესტ ჰემ იუნაიტედი v მაკლესფილდი ან ბრენტფორდი --- იქნება ეს საჩუქარი თქვენთვის თუ საყვარელი ადამიანისთვის, ჩვენი 2025/26 წლის საშინაო მაისური ზამთრისთვის შესანიშნავი შენაძენია! დააბრუნეთ ზოლიანი დიზაინი სახლში 50%-იანი ფასდაკლებით ჩვენს საშინაო მაისურზე. ეწვიეთ ჩვენს ონლაინ მაღაზიას shop.mancity.com-ზე და ნახეთ ყველა შეთავაზება. ასევე, შეგიძლიათ დააჭიროთ ქვემოთ მოცემულ ბმულს! შეიძინეთ აქ!