ოთხშაბათს ღამით „მარსელის ოლიმპიკის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა ჰაბიბ ბეიემ ხუთშაბათს პირველი ვარჯიში ჩაატარა. სენეგალელმა სპეციალისტმა მარსელის ფეხბურთელებს მიმართა. ჰაბიბ ბეიემ პირველი ვარჯიში ხუთშაბათს ჩაატარა. ის მედიის თანდასწრებით გაიმართა. სენეგალელი მწვრთნელი დათანხმდა, რომ გუნდთან თავდაპირველ ურთიერთობაზე ესაუბრა. „ამ დილით ბევრი ღიმილი იყო. მოთამაშეებთან კავშირი შესანიშნავი იყო. ვისაუბრეთ, გავუზიარე მათ ჩემი ამბიციები. ისინი არიან მამოძრავებელი ძალა. მოედანზე გასვლა ყოველთვის გვაბრუნებს სიამოვნების იმ გრძნობასთან, რომელიც ყოველდღიურად უნდა იყოს წარმოდგენილი. ყველაფერს არ გაგიმხელთ, მაგრამ არის ერთი ელემენტი, რომელიც ფუნდამენტურია ჩემთვის იმაში, რასაც განვიცდით: სიამოვნების ცნება. თუ დღეს არ მივიღებთ სიამოვნებას „ოლიმპიკში“ ყოფნით, „ველოდრომზე“ თამაშით, „ოლიმპიკის“ ყოველ წამს წარმოდგენით, მაშინ სამწუხაროდ, რაღაც დაგვაკლდება“, - განაცხადა მან. ბეიეს პირველი მატჩი მარსელის თავკაცის რანგში პარასკევს, ლიგა 1-ის ფარგლებში, „ბრესტთან“ გასვლით შეხვედრაში შედგება.