ფეხბურთი
/
24.02.2026
იაკობო რამონი „რეალიდან“ წასვლაზე: „არ არის ადვილი დამშვიდობება იმასთან, რაც ამდენი ხანი ჩემი სახლი იყო“
გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალიდან“ „კომოში“ გადასულმა ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა იაკობო რამონმა მედიასთან საუბრისას გაიხსენა გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც გაუჭირდა, ისაუბრა „სამეფო კლუბში“ გატარებულ წლებზე, „მალიორკასთან“ გატანილ სადებიუტო გოლზე და „კომოში“ ცხოვრებით კმაყოფილებაზე.
გასულ ზაფხულს, მადრიდის „რეალმა“ გადაწყვიტა ახალგაზრდა ცენტრალური მცველი იაკობო რამონი სერია A-ს გუნდ „კომოში“ გაეყიდა. „ლა ფაბრიკას“ აღზრდილი ფეხბურთელი „ბერნაბეუზე“ დასარჩენად საჭირო დონედ არ ითვლებოდა, რის გამოც ის იტალიაში გადავიდა.
„დიარიო AS“-ის ცნობით, რამონმა ამ კვირაში „კომოს“ მედიასთან საუბრისას მადრიდის „რეალიდან“ წასვლა გაიხსენა. მან აღიარა, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელზეც დიდხანს და საფუძვლიანად ფიქრობდა.
„ნათელია, რომ არ არის ადვილი დამშვიდობება იმასთან, რაც ამდენი ხანი ჩემი სახლი იყო. ყველაფერზე ვფიქრობდი, ყველაფერზე, რაც მადრიდში გავაკეთე, ჩემს კარიერაზე და იქ გატარებულ მრავალ წელზე, მაგრამ ასევე ვგრძნობდი, რომ დადგა დრო, გადამედგა შემდეგი ნაბიჯი და „კომოში“ გადმოვსულიყავი. და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.“ – განაცხადა რამონმა.
რამონმა ასევე ისაუბრა თავის საუკეთესო მომენტზე მადრიდის „რეალის“ მაისურით, რაც გასული სეზონის ბოლოს „მალიორკასთან“ ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლის გატანა იყო.
„პირველი სურათი, რაც მახსენდება „მალიორკასთან“ გატანილი გოლის გახსენებისას, ემთხვევა გულშემატკივრების, ყველას, ყველა გულშემატკივრის ყვირილისა და ხტუნვის სურათს. ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ჩემი პირველი გოლი გავიტანე. შემდეგ ასევე წარმოვიდგინე ჩემი მშობლები, მთელი ჩემი ოჯახი, ძალიან ბედნიერები ჩემთვის. მახსენდება, როგორც უნიკალური და განსაკუთრებული დღე.“ – გაიხსენა ფეხბურთელმა.
რამონს მადრიდის „რეალთან“ დაუყოვნებლივ დაბრუნებას უკავშირებდნენ, რომელიც ამ ზაფხულს ცენტრალური მცველის შეძენას ცდილობს. თუმცა, მან ნათლად განაცხადა, რომ „კომოში“ ცხოვრება მისთვის ძალიან კომფორტულია.
„ხალხი სუპერ მეგობრულია, აქ ჩამოსვლის დღიდან ძალიან კარგად მეპყრობიან. ქალაქი, ტბა, ყველაფერი ძალიან ლამაზია. და გუნდიც საოცარია. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.“ – დაასრულა იაკობო რამონმა. ფოტო: მარკო ლუცანი/Getty Images
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება