ფეხბურთი
/
17.02.2026
იან დიომანდე "ბაიერნისა" და "ლივერპულის" სატრანსფერო ხმებს ეხმაურება
"ლაიფციგის" ამომავალმა ვარსკვლავმა იან დიომანდემ გამოეხმაურა სატრანსფერო ხმებს, რომლებიც მას "ბაიერნსა" და "ლივერპულს" უკავშირებდა. მან განაცხადა, რომ ბედნიერია ლაიფციგში და სრულად ორიენტირებულია თავის ამჟამინდელ კლუბზე, მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებს მსგავსი ინფორმაციის მოსმენა. მისი შთამბეჭდავი სეზონის ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ლაიფციგი" მას 100 მილიონ ევროდ აფასებს.
"ბილდთან" ინტერვიუში, "რბ ლაიფციგის" ფლანგელმა იან დიომანდემ ისაუბრა მისი მომავლის ირგვლივ გავრცელებულ ბოლო ხმებზე. დიომანდეს გამორჩეული სეზონი "რედ ბულ არენაზე" ბუნებრივად გახდა მიზეზი იმისა, რომ მას "ბაიერნსა" და "ლივერპულში" გადასვლას უკავშირებენ. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ ზაფხულს, "ლაიფციგი" 19 წლის ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ შეაფასებს. მისი მომავლის შესახებ გავრცელებულ ხმებზე, დიომანდემ თქვა: "ყოველთვის სასიამოვნოა მსგავსი რაღაცების მოსმენა. მაგრამ "ბაიერნიდან" არავისთან არ მისაუბრია. ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. მე ბედნიერი ვარ აქ, ლაიფციგში და მინდა, სრულად კონცენტრირებული ვიყო ჩემს თამაშზე." ზაფხულში, ესპანური "ლეგანესიდან" (ლა ლიგა 2) ბუნდესლიგაში 20 მილიონ ევროდ გადმოსვლის შემდეგ, ამ ფლანგელმა ამ სეზონში "ლაიფციგისთვის" ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ბუნდესლიგის 21 მატჩში, 19 წლის ფეხბურთელმა 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც ის ოლე ვერნერის შეტევისთვის თითქმის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა, ვინაიდან "რედ ბულ არენაზე" ქრისტოფერ ბაუმგარტნერთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება