„მილუოკი ბაქსის“ ლიდერმა, იანის ანტეტოკუნმპომ, სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) გავრცელებულ განცხადებაში გუნდისადმი საკუთარი ერთგულება დაადასტურა. „დღეიდან „მილუოკი ბაქსის“ ერთგული ვარ. ერთგული ვარ იმ ადამიანების, ვისთან ერთადაც ვმუშაობ – ჩემი თანაგუნდელების, სამწვრთნელო შტაბის, მწვრთნელ დოკის და ჯონის, რომლებიც კლუბის ოფისში მუშაობენ. არასოდეს გაიგებთ ჩემგან, რომ „მილუოკი ბაქსში“ ყოფნა არ მინდა. მე გამარჯვებული ვარ და განსაკუთრებულად ერთგული. გაზრდისას ოცნებობ, რა მოხდებოდა, მეთამაშა „ნიქსში“, „მედისონ სკვერ გარდენში“? რა მოხდებოდა, „ლეიკერსმა“ რომ ამერჩია და კობის თანაგუნდელი გავმხდარიყავი, რა მოხდებოდა, „კავსში“ რომ მეთამაშა და ლებრონს პასი გადმოეცა ჩემთვის? თუ ოდესმე ისეთი სცენარი დადგება, რომ „მილუოკი ბაქსის“ წევრი აღარ ვიქნები, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ გუნდს ზურგი ვაქციე, რადგან ეს ჩემი გუნდია და ის მიყვარს,“ – განაცხადა ანტეტოკუნმპომ. ეს სტატია თავდაპირველად Hoops Hype-ზე გამოქვეყნდა.