ორშაბათს საღამოს გაიმართა მიმდინარე წლის ინგლისის ასოციაციის თასის (FA Cup) მეხუთე რაუნდის კენჭისყრა. ჯერ კიდევ „მაკლესფილდსა“ და „ბრენტფორდს“ შორის მატჩამდე, სტუმრებმა ჯო კოულმა და კარენ კარნიმ გამოაცხადეს, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ტურნირის შემდეგ ეტაპზე. წყვილები ასეთია: * „ფულჰემი“ - „საუთჰემპტონი“ * „პორტ ვეილი“ ან „ბრისტოლ სიტი“ - „სანდერლენდი“ („პორტ ვეილი“ „ბრისტოლ სიტის“ 3 მარტს დაუპირისპირდება) * „ნიუკასლი“ - „მანჩესტერ სიტი“ * „ლიდსი“ - „ნორვიჩი“ * „მენსფილდი“ - „არსენალი“ * „ვულვერჰემპტონი“ - „ლივერპული“ * „რექსემი“ - „ჩელსი“ * „ვესტ ჰემი“ - „ბრენტფორდი“ მეხუთე რაუნდის, ანუ მერვედფინალური მატჩები 7 მარტის შაბათ-კვირას გაიმართება.