რაგბი
/
23.02.2026
ირლანდიის მწვრთნელი ჯონი სექსტონი ედვინ ედოგბოს მიმართ ონლაინ რასისტულ შეურაცხყოფას გმობს
ირლანდიის მწვრთნელი ჯონი სექსტონი მკაცრად გმობს ონლაინ რასისტულ შეურაცხყოფას, რომელიც 23 წლის რაგბისტ ედვინ ედოგბოს იტალიის წინააღმდეგ საერთაშორისო დებიუტის შემდეგ მიაყენეს. სექსტონის თქმით, ამან მოთამაშისთვის ისტორიული დღე დააბნელა. ირლანდიის რაგბის კავშირი (IRFU) რასიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ადასტურებს და ინციდენტის გამოძიებას აგრძელებს.
ირლანდიის მწვრთნელმა ჯონი სექსტონმა განაცხადა, რომ სადებიუტო მატჩის შემდეგ ედვინ ედოგბოს მიმართ განხორციელებულმა ონლაინ შეურაცხყოფამ მისთვის და მისი ოჯახისთვის განსაკუთრებული დღე დააბნელა. "მანსტერის" მეორე ხაზის მოთამაშე ედოგბო სოციალურ ქსელებში შაბათს, იტალიასთან დუბლინში გამართული "ექვსი ერის" მატჩის (20-13) შემდეგ გახდა სამიზნე, მას შემდეგ რაც მოედანზე შეცვლაზე შევიდა. 23 წლის რაგბისტი ნიგერიელი მშობლების ოჯახში, ქალაქ ქობში, კორკის საგრაფოში დაიბბადა და გაიზარდა.
"საშინელებაა, რომ დღევანდელ დღეს მსგავსი რამ ჯერ კიდევ არსებობს", - განუცხადა სექსტონმა ჟურნალისტებს "ექვსი ერის" ეგიდით ინგლისში გასამგზავრებლად მზადების წინ. "როგორ არის ის? ვფიქრობ, კარგადაა. არ მგონია, რომ ამას დიდი ყურადღება მიაქციოს და არც ის ვიცი, საერთოდ თუ ნახა უმეტესი ნაწილი. ის საკმაოდ მოკრძალებული, გაწონასწორებული ბიჭია, მაგრამ ზოგიერთი კომენტარი უბრალოდ არასწორია. ვწუხვარ მის გამო, ვწუხვარ მისი ოჯახის გამო, რადგან ამან მისთვის საკმაოდ განსაკუთრებული დღე დააბნელა."
ედოგბომ იტალიის წინააღმდეგ ბოლო 10 წუთი ითამაშა, მოედანზე ჯეიმს რაიანის ნაცვლად გამოვიდა. მან "ავივა სთედიუმის" მაყურებლისგან დიდი ოვაციები დაიმსახურა, სანამ ენდი ფარელის გუნდს დაძაბული ფინალის დროს გამარჯვების შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. თუმცა, IRFU-ს X-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე ედოგბოს პირველი კეპის აღსანიშნავმა პოსტებმა არაერთი რასისტული კომენტარი მიიპყრო.
განცხადებაში, ირლანდიის რაგბის კავშირის (IRFU) სპიკერმა აღნიშნა: "ჩვენთვის ცნობილია ბოლო დღეებში ონლაინ სივრცეში განხორციელებული მიზანმიმართული შეურაცხყოფის შესახებ და ვაგრძელებთ თანამშრომლობას "სიგნიფაისთან" (მონაცემთა ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ონლაინ შეურაცხყოფისგან დაცვაზე) და შესაბამის ორგანოებთან მის შესატყობინებლად. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ სრულ მხარდაჭერას ყველასთვის, ვინც დაზარალდა უმცირესობის მხრიდან განხორციელებული მშიშარა ქმედებებით და ჩვენს პარტნიორ "სიგნიფაისთან" ერთად გამოძიება მიმდინარეობს. ნათელია, რომ რასისტულ შეურაცხყოფას ადგილი არ აქვს ირლანდიურ საზოგადოებაში და IRFU-ს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ნებისმიერი ფორმის რასიზმის მიმართ."
წყარო: www.skysports.com
გაზიარება