NFL
/
28.02.2026
ისაია ლაიკლი „ბალტიმორ რეივენსს“ ტოვებს: „მინდა სრულად განვვითარდე“
„ბალტიმორ რეივენსის“ თაით ენდი ისაია ლაიკლი მალე თავისუფალი აგენტი გახდება. გუნდისთვის მარკ ენდრიუსთან გაფორმებული მსხვილი კონტრაქტის შემდეგ, ლაიკლისთვის ტოპ-კონტრაქტის მიღების პერსპექტივა შემცირდა. მოთამაშემ გაამხილა, რომ სურს ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც მთავარ როლს შეასრულებს და სრულად გამოავლენს თავის პოტენციალს, რაც „ბალტიმორში“ ნაკლებად სავარაუდოა.
„ბალტიმორ რეივენსის“ თაით ენდი ისაია ლაიკლი მალე თავისუფალი აგენტი გახდება და გულშემატკივრების ნაწილი იმედოვნებს, რომ ისაია 2026 წელს გუნდში დაბრუნდება.
თუმცა, მას შემდეგ, რაც მარკ ენდრიუსმა გასული სეზონის შუა პერიოდში ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდა თაით ენდის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა – ფრენჩაიზი ორ თაით ენდს ტოპ-ხელფასს არ გადაუხდის. ბევრისთვის ლოგიკური იქნებოდა, უფრო ასაკოვანი ენდრიუსისთვის უარი ეთქვათ და ლაიკლიზე გაეკეთებინათ აქცენტი, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია პირიქითაა.
ჯონ გრუდენთან საუბრისას, ლაიკლიმ გაამხილა, რა უთხრა თავის აგენტს მოახლოებული თავისუფალი აგენტების ფანჯრის წინ. „მე უბრალოდ მინდა, რომ სრულად განვვითარდე“, - განაცხადა ლაიკლიმ. „ვგრძნობ, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში მარკ ენდრიუსის სახით შესანიშნავი ვეტერანი მყავდა. მან მასწავლა ყველაფერი, თუ როგორ უნდა იყო ვარსკვლავური დონის თაით ენდი. ახლა კი ვგრძნობ, რომ უბრალოდ მინდა ვიყო გუნდში, სადაც შევძლებ მოედანზე გასვლას და ქუორტერბექისთვის მაქსიმალურად ბევრი ქულის დაგროვებაში დახმარებას.“
ლაიკლის ნათქვამში არაფერია არასწორი, მაგრამ რაც შეეხება მის მომავალს ბალტიმორში, არ გვეჩვენება, რომ ის შეძლებს ისე განვითარებას, როგორც სურს. რატომ? იმიტომ, რომ „რეივენსმა“ დიდი ფული დახარჯა ენდრიუსთან კონტრაქტის გასაახლებლად. ისინი ხომ არ მოინდომებენ, რომ ის მეორე ვიოლინოს როლში იყოს?
ეს ლაიკლისთვის გუნდის დატოვების აუცილებლობას ქმნის. უდავოა, რომ იქნება გუნდი, რომელსაც ის თავის ნომერ პირველ თაით ენდად მოუნდება, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება „ბალტიმორი“. „რეივენსის“ ფანები იმედოვნებდნენ, რომ მათი პერსპექტიული თაით ენდი გუნდში დარჩებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის მზადაა თავისუფალ აგენტად გახდომისთვის და იმ გუნდში გადასასვლელად, სადაც მთავარი როლი ექნება.
ავტორი: ადამ შულცი (The Sporting News-ის თავისუფალი ჟურნალისტი)
წყარო: www.sportingnews.com
გაზიარება