მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი იულიან ალვარესი სატრანსფერო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მისი წასვლის თავიდან ასაცილებლად, მადრიდული კლუბი მას ძალიან სარფიან ახალ კონტრაქტს სთავაზობს. 2030 წლამდე მოქმედი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელით „ბარსელონა“ და რამდენიმე ინგლისური კლუბი, მათ შორის „ჩელსი“, ინტერესდებიან. „ატლეტიკო“ ცდილობს თავისი თავდამსხმელი მნიშვნელოვანი ხელფასის გაზრდით შეინარჩუნოს. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ალვარესის ხელშია. 2024 წელს კლუბმა მის მოსაყვანად 75 მილიონი ევრო დახარჯა, ხოლო ამ ზაფხულს მისი პოტენციური ტრანსფერი შესაძლოა ორჯერ მეტი დაჯდეს. თუმცა, პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ განაცხადა, რომ კლუბი ვარსკვლავის გაშვებას არ აპირებს.