„იუვენტუსის“ მამაკაცთა პირველი გუნდის ყურადღება ამ უქმეებზე სერია A-სკენ ბრუნდება. ტურინულ გრანდს შაბათს ნაშუადღევს, 26-ე ტურის ეგიდით, „ალიანც სტადიონზე“ „კომო“ ეწვევა. მატჩი ტურინში 15:00 CET-ზე დაიწყება. „ბიანკონერი“ ამ უქმეებს სერია A-ს სატურნირო ცხრილში 46 ქულით მეხუთე ადგილზე ხვდება. „კომო“ კი, თავის მხრივ, 42 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს. მოდით, გავეცნოთ მატჩის წინა სტატისტიკას შაბათის შეხვედრის წინ. ეს იქნება რიგით 30-ე დაპირისპირება „იუვენტუსსა“ და „კომოს“ შორის სერია A-ში. „ბიანკონერიმ“ ამ შეხვედრებიდან 15 მოიგო, ათი კი ფრედ დასრულდა. „კომომ“ ბოლო ასეთი შეხვედრა მოიგო, მას შემდეგ რაც წინა 23 დაპირისპირებაში გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. „ბიანკონერის“ „კომოსთან“ საშინაო კედლებში არ წაუგია 1951 წლის 1 აპრილის შემდეგ და იმ დროიდან მოყოლებული 12 მატჩიდან 7 მოიგო. უფრო ახალი საშინაო სტატისტიკის მიხედვით, „იუვენტუსს“ „ალიანც სტადიონზე“ ლიგის მატჩი არ წაუგია 2025 წლის 9 მარტის შემდეგ, ამ დროიდან გუნდს 15 დაუმარცხებელი მატჩი აქვს. მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ შემადგენლობაში სერია A-ს 17-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი, რაც სხვებზე მეტია. 2006/07 წლების სეზონის შემდეგ „ბიანკონერიმ“ მხოლოდ ერთხელ მოახერხა სეზონში უფრო მეტი სხვადასხვა ბომბარდირის ყოლა – 2011/12 წლების სეზონში 20 (ასევე 17 ბომბარდირი იყო 2008/09, 2016/17 და 2018/19 წლების სეზონებში). ქენან ილდიზი ევროპის ტოპ-ხუთი ლიგის იმ ხუთ ფეხბურთელს შორისაა, რომელთაც მიმდინარე სეზონში მინიმუმ 50 დარტყმა ჰქონდათ და მინიმუმ 50 საგოლე შანსი შექმნეს (72 დარტყმა და 50 შექმნილი შანსი). ქენანის გვერდით არიან ბრუნო ფერნანდეში, მაიკლ ოლიზე, ლამინ იამალი და კილიან მბაპე. ანდრეა კამბიასომ, რომელიც ამ კვირაში დაბადების დღეს აღნიშნავს, მიმდინარე სეზონში სამი საგოლე პასი გააკეთა და შესაძლოა, პირველად „იუვენტუსის“ ფეხბურთელის რანგში ეს მაჩვენებელი გააუმჯობესოს - მანამდე ოთხი საგოლე პასი „ჯენოაში“ ჰქონდა 2021/22 წლების სეზონში. უესტონ მაკკენიმ თებერვალში სამ მატჩში ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა (ორი გოლი, ორი საგოლე პასი). დეკემბრის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო სერია A-ს რვა გოლში და ექვს გოლში წლის დასაწყისიდან, რაც ნებისმიერ სხვა ნახევარმცველზე მეტია ამ პერიოდში. სერია A-ს არც ერთ თავდამსხმელს 2026 წელს ჯონათან დევიდის ექვს გოლზე (ოთხი გოლი, ორი საგოლე პასი) მეტი წვლილი არ შეუტანია გოლებში. კანადელი ლაუტარო მარტინესსა და ნიკოლა კრსტოვიჩს უტოლდება. „კომომ“ „იუვენტუსთან“ ჩატარებული 29 მატჩიდან 14-ში გოლის გატანა ვერ შეძლო. მათ მხოლოდ „რომასთან“ ჰქონდათ უფრო მეტი მატჩი გოლის გარეშე (15). „კომოს“ სერია A-ში მე-500 გოლამდე მხოლოდ ერთი გოლი აშორებს და მათ ბოლო ათი მატჩიდან ცხრაში მოახერხეს გოლის გატანა. „იუვენტუსი“ ის გუნდია, რომელშიც ალვარო მორატამ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა კარიერაში (185) და რომელშიც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (59). მან „ბიანკონერის“ წინააღმდეგ ყველა ტურნირზე რვაჯერ ითამაშა და გოლი არასდროს გაუტანია. ნიკო პაზი შაბათს დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება. „კომოს“ მის გარეშე ჩატარებული სამი სერია A მატჩიდან არცერთი არ მოუგია. ხესუს როდრიგესი ის ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ტოპ-ხუთ ლიგაში ყველაზე მეტი დარტყმა ჰქონდა (37) გოლის გაუტანლად.