„ეს გადაწყვეტილება იოლი არ იყო, თუმცა სწორია“, – განაცხადა ირვინგმა საკუთარ განცხადებაში. „მადლობელი ვარ „დალას მავერიკსის“ ორგანიზაციის, ჩემი თანაგუნდელებისა და ჩვენი გულშემატკივრების, ამ პროცესის განმავლობაში გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველოდები მომავალ სეზონში უფრო ძლიერი დაბრუნებას. ჩემში არსებული რწმენა და სწრაფვა მხოლოდ იზრდება. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა ძმასა და დას, რომლებმაც ACL გაიწყვიტეს ან ყოველდღიურად დაშავდნენ იმის კეთებისას, რაც უყვართ. მადლობა შთაგონებისთვის! უშიშრად!“