ტურინში „იუვენტუსი“ უმასპინძლებს „ვოლფსბურგს“ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში. გასულ კვირას, ვოლფსბურგში, გუნდებმა ფრედ 2:2 ითამაშეს. დღევანდელი მატჩის გამარჯვებული მეოთხედფინალში „ლიონს“ დაუპირისპირდება. ალექსანდრა პოპი სტუმართა გუნდს ინფექციის გამო დააკლდება. წარმოგიდგენთ ტურინში გასამართი მატჩის ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობებს: **„იუვენტუსი“:** დე იონგი; ლენცინი, სალვაი, ჰარვიკენი; კარბონელი, ვალტი, შატცერი, ბონანსეა ©; გოდო; ბეკარი, კაპეტა **„ვოლფსბურგი“:** იოჰანესი; ლინდერი, კიუვერი, დაიჯკსტრა, ბიელდე; კიელანდი, მინგე ©, პედემორსი; ჰუთი, ბეერენშტეინი, ენდემანი