მადრიდის „რეალი“: ედუარდო კამავინგას აღიარება. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის, „ბენფიკასა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირებამდე, ედუარდო კამავინგა მედიას ალვარო არბელოასთან ერთად ესაუბრა. ორშაბათის პრესკონფერენციაზე ედუარდო კამავინგამ გულახდილი განცხადება გააკეთა მადრიდის „რეალში“ საკუთარი თამაშის შესახებ. ფრანგმა ფეხბურთელმა 2021 წელს გუნდში მოსვლის შემდეგ მოლოდინები ბოლომდე ვერ გაამართლა და ის ამას არ მალავს. „ვფიქრობ, ბევრად მეტი რამის გაკეთება მჭირდება. მე ამას ვაცნობიერებ და ვიცი, რომ შემიძლია. ფანებს კამავინგასგან ყველაფერი ჯერ არ უნახავთ – მე ბევრად მეტის გაცემა შემიძლია. ჩემი საყვარელი პოზიცია? როგორც ყოველთვის ვამბობდი, მიყვარს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. შესაძლოა, მოედანზე ცოტა თანმიმდევრულობა და კონცენტრაცია მაკლია, რადგან ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებ, ამას ვაცნობიერებ,“ – განაცხადა მან.