16 წლის კენეტ აიხჰორნის მომავალზე სპეკულაციები უკვე დიდი ხანია ვრცელდება. არსებული კონტრაქტით გათვალისწინებული 10-12 მილიონი ევროს გამოსყიდვის პუნქტის მიუხედავად, „ჰერტა“ ახალგაზრდა ნახევარმცველთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს – თუმცა მათი შანსები მცირეა. „Sport Bild“-ის ცნობით, აიხჰორნი სეზონის ბოლოს კლუბის შეცვლას ისახავს მიზნად. მაღალრეიტინგულ ცენტრალურ ნახევარმცველს ბევრი მსურველი ეყოლება ასარჩევად, რადგან მისით დაინტერესებას „ბაიერნი“, „რეალ მადრიდი“, „აინტრახტ ფრანკფურტი“ და „ლაიპციგი“ გამოთქვამენ. აიხჰორნი ამჟამად კოჭის ტრავმის გამო მოედანს მოწყვეტილია, რამაც შესაძლოა სეზონის ბოლომდე გამოთიშოს თამაშიდან.