ფეხბურთი
/
25.02.2026
KMI პანელი: „ჩელსის“ „ვულვზთან“ მატჩში მესამე პენალტი ეკუთვნოდა
პრემიერ ლიგის საკვანძო მატჩების ინციდენტების (KMI) პანელმა განაცხადა, რომ „ჩელსის“ „ვულვზთან“ 3-1 მოგებულ მატჩში მესამე პენალტი უნდა დაენიშნულიყო. თუმცა, პანელის აზრით, ინციდენტი VAR-ის ჩარევის ზღვარს ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე გადაწყვეტილება სხვაგვარი უნდა ყოფილიყო.
პრემიერ ლიგის საკვანძო მატჩების ინციდენტების (KMI) პანელის განცხადებით, 7 თებერვალს „ვულვზთან“ 3-1 მოგებულ მატჩში „ჩელსის“ მესამე პენალტი უნდა დაენიშნულიყო. თუმცა, პანელმა ასევე მიიჩნია, რომ ეს ინციდენტი ვიდეო ასისტენტ მსაჯის (VAR) ჩარევის ზღვარს ვერ აჭარბებდა.
ფორვარდ ჟოაო პედროს უკვე დანიშნული ჰქონდა ორი თერთმეტმეტრიანი, რაც პირველ ტაიმში მეტ დოჰერტისა და იერსონ მოსკერას მიერ ჩადენილმა ჯარიმებმა გამოიწვია.
მესამე ინციდენტი მეორე ტაიმის მეოთხე წუთზე მოხდა. „ვულვზის“ მეკარე ჟოზე სა გამოვიდა მაღალი ბურთის ასაღებად, პედროს ზეწოლის ქვეშ. პორტუგალიელმა მეკარემ ბურთი აწეული ბუცით აიღო, რა დროსაც ბუცი 24 წლის ფეხბურთელის ბარძაყს შეეხო.
KMI პანელმა 3-2 ხმით დაადასტურა, რომ თერთმეტმეტრიანი მოედანზევე უნდა დანიშნულიყო. პანელმა განაცხადა: „სას ბუცი მაღლა იყო და მისი გაშლილი ფეხი შეეხო პედროს, რის გამოც პანელი მიიჩნევს, რომ პენალტი უნდა დაენიშნულიყო“.
KMI პანელი ერთსულოვანი იყო იმაში, რომ VAR-ის ოფიციალური პირი, პოლ ჰოვარდი, მართალი იყო, როდესაც პენალტის ან წითელი ბარათის გამო არ ჩაერია. პანელმა ასევე დაამატა, რომ ეპიზოდში „არ იყო საკმარისი ძალა წითელი ბარათის მინიჭების ზღვრის დასაკმაყოფილებლად“.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება