მანუ კონე დაბრუნდა. არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გოლებითაც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შუა კვირის ამხანაგური მატჩი იყო. გუშინ ტრიგორიაზე ფრანგი ფეხბურთელი მთავარი გმირი იყო „ატლეტიკო ლოდიჯიანის“ წინააღმდეგ 4:0 მოგებულ შეხვედრაში, მან გოლი გაიტანა და ის ენერგია შესძინა, რაც „რომას“ ბოლო ოთხ მატჩში ძალიან აკლდა. დანარჩენი გოლები ნეილ ელ აინაუიმ და მატია დელა როკამ გაიტანეს. ამ ფორმამ გაასპერინი გაახარა, ის მზადაა კონე „კრემონეზეს“ წინააღმდეგ გამოიყვანოს. ანხელინომაც გაიარა ტესტები და მოქმედებაში დაბრუნებასთან ახლოსაა. თუმცა, პაულო დიბალას მონაწილეობასთან დაკავშირებით ეჭვები რჩება. არგენტინელმა გუშინ ინდივიდუალური ვარჯიში განაგრძო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ჩატარებულმა მუხლის ტესტებმა პრობლემა არ გამოავლინა. „La Gazzetta dello Sport“-ის ცნობით, გაასპერინი ელის, რომ დიბალა დღეს ან ხვალ იქნება ხელმისაწვდომი, რათა კვირას რამდენიმე წუთი ითამაშოს და „იუვესთან“ დიდი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს. იგივე ითქმის ჰერმოსოზეც, რომელიც დღეს გუნდს უნდა დაუბრუნდეს.