რბ ლაიფციგის სპორტული დირექტორი მარსელ შეფერი მიიჩნევს, რომ კვირას, ვოლფსბურგთან ფრედ 2:2 დასრულებულ მატჩში, კონრად ჰარდერს აშკარა პენალტი არ დაუდეს. შაფერის თქმით, ეს ბოლო დროს „წითელი ხარების“ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების სერიიდან მხოლოდ უკანასკნელი იყო. „ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ არ იყო და დღევანდელი დღეც გამონაკლისი არ ყოფილა. კონრად ჰარდერი საჯარიმო მოედნიდან გამოსვლისას წააქციეს. ჩემი აზრით, ეს 100%-ით პენალტია“, – განაცხადა მარსელ შეფერმა. „რბ ლაიფციგის“ მწვრთნელმა ოლე ვერნერმა მსგავსი გრძნობები გამოთქვა და აღნიშნა, რომ კლუბმა ბოლო კვირებში მსაჯებისგან არაერთი სატელეფონო ზარი მიიღო, რომლებმაც საკუთარი შეცდომები აღიარეს. „ამჟამად, თითქოს, მსაჯებისგან თითქმის ყოველკვირეულად ვიღებთ სატელეფონო ზარებს, რომლებიც შეცდომების გამო ბოდიშს იხდიან. მათ ბოდიშის მოხდა არ სჭირდებათ, რადგან შეცდომებს განზრახ არ უშვებენ. მაგრამ, მაქვს განცდა, რომ შესაძლოა, ხვალ კიდევ ერთი ზარი მივიღოთ“, – თქვა ვერნერმა.