ლია უილიამსონი ინგლისის ნაკრებში პირველად გამოიძახეს ევრო 2025-ის თასის აღმართვის შემდეგ. „არსენალის“ კაპიტანი სარინა ვიგმანის 25-კაციან შემადგენლობაში მოხვდა უკრაინასთან და ისლანდიასთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის. მუხლის ტრავმის გამო უილიამსონმა ნაკრების („ლომქალები“) მატჩები გასული წლის ბოლოს გამოტოვა, ხოლო 28 წლის ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც დეკემბერში „არსენალის“ მაისურით მოედანს დაუბრუნდა. მისი გამოძახება მარტის საკვალიფიკაციო მატჩებამდე საერთაშორისო დონეზე სრულფასოვან დაბრუნებაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. „ძალიან ბედნიერი ვარ. მისთვისაც ძალიან კარგია, მას დაბრუნება სურდა“, – განაცხადა ვიგმანმა შემადგენლობის დასახელების შემდეგ. „მან ივარჯიშა, მე მჭიდრო კონტაქტში ვარ მასთან და კლუბთან. ის კარგ ფორმაშია, თუმცა სათამაშო წუთები აკლია. „ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია, ვინც ჯერ კიდევ ფორმაში შედის ან არ მიუღია ის წუთები, რასაც ველოდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაფართოებული შემადგენლობის გამოძახება.“