ახლა დიდი აჟიოტაჟი ჯოშ აბეს გარშემო იქმნება. 16 წლის ფეხბურთელი ლივერპულის პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, რადგან კლუბი მის გრძელვადიან მომავალს ცდილობს უზრუნველყოს. აბე უზარმაზარი ტალანტია. ლივერპული იშვიათად აძლევს ამ ასაკის ფეხბურთელებს უფროს გუნდთან ვარჯიშის შესაძლებლობას - ეს მხოლოდ მართლაც განსაკუთრებულ ფეხბურთელებს ეხებათ. მაგრამ მათ სჯერათ, რომ აბე სწორედ ასეთია. „The Athletic“ ციტირებს მათ, ვინც მოზარდთან მუშაობს და მათ სჯერათ, რომ მას „უმაღლესი დონის“ მიღწევა შეუძლია. ლივერპულს მხოლოდ იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ეს მათთან ერთად მოხდება. აბეს მალე მოუწევს კონტრაქტის გაფორმება რომელიმე კლუბთან და მიუხედავად იმისა, რომ ის „წითლებში“ ცხრა წლიდან თამაშობს, მათ არ აქვთ მისი შენარჩუნების უფლება. არა მანამ, სანამ ის კონტრაქტს არ გააფორმებს.