ლა ლიგის ლიდერი მადრიდის „რეალი“ ამ ზაფხულს ქალაქის პრინციპული მეტოქის, „ატლეტიკო მადრიდის“ აკადემიიდან ახალგაზრდა და მაღალრეიტინგული ტალანტის გადაბირებას გეგმავს. ეს ინფორმაცია სატრანსფერო ბაზრის ცნობილ ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ეკუთვნის, რომელიც აიმარ გარსიას ასახელებს მოცემულ ფეხბურთელად. თავად აიმარი 18 წლის მცველია, რომელიც ძირითადად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. ახალგაზრდა ვარსკვლავის ნიჭი, განსაკუთრებით ბურთთან მუშაობისას, იმასაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია ნახევარდაცვის ცენტრშიც ითამაშოს. აიმარი ამჟამად „ატლეტიკო მადრიდ C“-ში თამაშობს, თუმცა დიდი ხანია, რაც მას პირველი გუნდის პოტენციურ ვარსკვლავად მოიაზრებენ. ცხადია, რომ „როხიბლანკოსის“ ყველა გულშემატკივარი უდავოდ დიდად იმედგაცრუებული იქნება იმ უახლესი ამბებით, რაც მედიაში გავრცელდა აიმარის უახლოესი მომავლის გეგმებთან დაკავშირებით. ფაბრიციო რომანოს მოხსენების თანახმად: „მადრიდის „რეალი“ „ატლეტიკო მადრიდის“ აკადემიიდან აიმარ გარსიას გადასვლაზე გარიგებას ასრულებს, რომლის კონტრაქტიც ივნისში იწურება. 18 წლის ცენტრალურ მცველთან ზეპირი შეთანხმება მიღწეულია, როგორც ალფრედო მატილია იუწყება.“ კონორ ლაირდი – GSFN