ლიგის წყაროს ინფორმაციით, „მაიამი დოლფინსი“ შემტევი მცველის, ბრედლი ჩაბის, გაშვებას გეგმავს. 29 წლის ჩაბს „მაიამიში“ სამი სეზონის განმავლობაში 22 საქი დაუგროვდა. „დოლფინსის“ წინა ხელმძღვანელობამ ჩაბი 2022 წლის ნოემბერში შეიძინა გარიგების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც „დენვერ ბრონკოსს“ პირველი რაუნდის დრაფტის პიკი გადაეცა. ჩაბმა 2024 წლის სეზონი მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო გამოტოვა. ის გუნდის შესანიშნავი ლიდერია და ადგილობრივი მედიის გამოკითხვით, 2025 წელს „მაიამი დოლფინსის“ წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (Good Guy of the year). ჩაბი ასევე დასახელდა გუნდის 2025 წლის უოლტერ პეიტონის სახელობის NFL-ის წლის ადამიანად საზოგადოებისთვის გაწეული სამსახურისთვის. ეს გადაწყვეტილება ხელფასების ჭერთან არის დაკავშირებული. ფართოდ არის მოსალოდნელი, რომ „დოლფინსი“ ასევე გაათავისუფლებს ტაირიკ ჰილს და ტუა ტაგოვაილოას, იმ შემთხვევაში თუ მის გაცვლას ვერ შეძლებენ. თუ მისი გაშვება 1 ივნისის შემდეგ მოხდება, ჩაბი 20.2 მილიონი დოლარის დანაზოგს მოუტანს გუნდს ხელფასების ჭერში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მთლიანი დანაკარგი 2026 წელს 23.8 მილიონ დოლარს შეადგენს. „დოლფინსის“ შემტევი მცველების ჯგუფი, რომელიც ისედაც ნაკლებად მრავალრიცხოვანია, ჩოპ რობინსონსა და დერიკ მაკლენდონს მოიცავს. „მაიამიმ“ ჯეილენ ფილიპსი „იგლზში“ გაუშვა გასული სეზონის გაცვლების ბოლო ვადაში. „მაიამი“, რა თქმა უნდა, NFL დრაფტის პირველ სამ რაუნდში გარე ლაინბეკერის/შემტევი მცველის პოზიციას მიაქცევს ყურადღებას.