ლა ლიგის ჩემპიონი "ბარსელონას" დაცვითი ხაზის ფეხბურთელი, ალეხანდრო ბალდე, "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო ინტერესს იწვევს. ბოლო კვირების განმავლობაში, ბალდეს მომავლის საკითხი კატალონიის დედაქალაქში "ბარსელონას" ირგვლივ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებში მწვავე განხილვის თემად იქცა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ესპანელი ფეხბურთელი არასტაბილურ ინდივიდუალურ ფორმაშია. მას უჭირს წინა სეზონების ბრწყინვალე დონის დაბრუნება, რის გამოც გაჩნდა ვარაუდები, რომ "ბარსელონა" შეიძლება მზად იყოს მისი გაყიდვისთვის, თუ შესაფერისი ფასი იქნება შემოთავაზებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთ-ერთი კლუბი, რომელიც მზად არის ნაბიჯები გადადგას იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" ბალდეს გასასვლელისკენ უბიძგებს, არის "მანჩესტერ იუნაიტედი". Goal-ის ცნობით, რომელიც Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით იუწყება, "წითელმა ეშმაკებმა" მარცხენა მცველი ზაფხულის პოტენციურ ტრანსფერად მოინიშნეს. საუბარია დაახლოებით 40 მილიონი ევროს შეთავაზებაზე, თუმცა ნებისმიერი ასეთი თანხა, სავარაუდოდ, ვერ დააკმაყოფილებს "ბარსელონას" შეფასებას. ასევე შესაძლებელია, რომ "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობამ მარკუს რეშფორდის ესპანეთში მუდმივი გადასვლის შესახებ მოლაპარაკებები გამოიყენოს, რათა ბალდეს ტრანსფერზეც მიაღწიოს შეთანხმებას. კონორ ლერდი – GSFN