ფეხბურთი
/
18.02.2026
„მანჩესტერ იუნაიტედი“ რიერსონის ხელფასის გასასამმაგებლად მზადაა
ცნობების თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველ იულიან რიერსონის გადმოსაბირებლად აქტიურ ნაბიჯებს დგამს. „წითელი ეშმაკები“ ნორვეგიელ ფეხბურთელს, რომელიც მრავალმხრივი მოთამაშეა, ხელფასის გასამმაგებას ჰპირდებიან. რიერსონით ასევე „ნიუკასლიც“ არის დაინტერესებული, თავად ფეხბურთელს კი ინგლისში გადასვლა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველ იულიან რიერსონის შესაძენად მნიშვნელოვან გარიგებას ამზადებს. გასულ ზაფხულს სატრანსფერო ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი თავდასხმის ხაზში დახარჯვის შემდეგ, „იუნაიტედი“ ახლა მორიგი დატვირთული სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება. პრიორიტეტი სავარაუდოდ სხვა პოზიციებზე იქნება, ძირითადად ნახევარდაცვაში და თუ სახსრები იძლევა, დაცვის ხაზშიც.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იუნაიტედს“ სურს მარჯვენა მცველის დამატება, სადაც რიერსონი სამიზნედ მოიაზრება. „The Peoples Person“-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ „იუნაიტედი“ იმ კლუბთა შორისაა, რომლებიც თვალს ადევნებენ ფეხბურთელს, რომელიც „დორტმუნდში“ შესანიშნავ სეზონს ატარებს.
რიერსონმა, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ამ სეზონში ბუნდესლიგის 20 მატჩში 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 შეხვედრაში მას 13 ასისტი აქვს. ორივე განაპირა მცველის პოზიციის გარდა, ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელის გამოყენება ცენტრალურ მცველად და ნახევარმცველადაც არის შესაძლებელი. ასეთია მისი მრავალმხრივობა.
აღინიშნა, რომ „დორტმუნდი“ რიერსონს 35 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს. ამჟამად, „Sporten“-მა განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდა, სადაც ნათქვამია, რომ „იუნაიტედი“ მზადაა მისი ხელფასი გაასამმაგოს, რათა წარმატებით გადაიბიროს ის „ოლდ ტრაფორდზე“.
„Sporten“-ის ცნობით, რომელიც რიერსონს „უზადოს“ უწოდებს, „იუნაიტედი“ „მზადაა დიდ ნაბიჯებზე წავიდეს“, რათა მოიგოს ბრძოლა ფეხბურთელისთვის. ნათქვამია, რომ „იუნაიტედმა“ „პირობა დადო“, რომ მის ხელფასს გაასამმაგებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რიერსონი ამჟამად „დორტმუნდში“ წელიწადში დაახლოებით 830,000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს.
„იუნაიტედის“ გარდა, მასზე „ნიუკასლიც“ ნადირობს და მზადაა მისი ხელფასი გაასამმაგოს. რიერსონს სურს ინგლისში გადასვლა და მსოფლიოს უმკაცრეს ლიგაში საკუთარი ძალების მოსინჯვა. „იუნაიტედში“ გადასვლა ასევე ნიშნავს ნუსაირ მაზრუისა და დიოგო დალოსთან კონკურენციას გუნდში ადგილისთვის.
ამასობაში, „იუნაიტედი“ მოქმედებას მომავალ ორშაბათს დაუბრუნდება, როდესაც „ჰილ დიკინსონის სტადიონზე“ „ევერტონს“ დაუპირისპირდება.
#პრემიერ ლიგა
#მანჩესტერ იუნაიტედი
#ბორუსია დორტმუნდი
#ნიუკასლი
#ტრანსფერი
#მცველი
#ხელფასი
#იულიან რიერსონი
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება