ფეხბურთი
/
24.02.2026
„მანჩესტერ იუნაიტედის“ იჯარით გაშვებული ფეხბურთელების პრობლემური ეტაპი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც ამჟამად იჯარით სხვა კლუბებში თამაშობენ, სერიოზული სირთულეები შეექმნათ, ძირითადად ტრავმების ან სათამაშო დროის ნაკლებობის გამო. ტობი კოლიერი და ჰარი ამასი „იუნაიტედში“ დაბრუნდნენ რეაბილიტაციის გასაგრძელებლად, დროებით კლუბებში მიღებული ტრავმების შემდეგ, ხოლო სეკუ კონე გაურკვეველი მიზეზით კონფერენს ლიგის განაცხადიდან ამოიღეს, რამაც „იუნაიტედის“ უკმაყოფილება გამოიწვია.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ იანვარში განხორციელებული რამდენიმე საიჯარო ტრანსფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა.
ტობი კოლიერი, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“ იყო, კლუბში დაბრუნდა წვივის ტრავმის გამო. მოგვიანებით, ის „ჰალ სიტიში“ გადავიდა სეზონის მეორე ნახევრისთვის. ნახევარმცველმა მხოლოდ ერთ ეპიზოდურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ბარძაყის ტრავმა მიიღო, რომელიც მას სავარაუდოდ თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოედანს ჩამოაშორებს.
სეკუ კონეც ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის INEOS-ის მფლობელობაში მყოფ საფეხბურთო კლუბ „ლოზანა სპორტს“ შეუერთდა უეფას კონფერენს ლიგაზე თამაშის შესაძლებლობით, რამაც შვეიცარიულ კლუბს მისი გაფორმებაში დაეხმარა. თუმცა, ის კონფერენს ლიგის განაცხადიდან ამოიღეს, რამაც „იუნაიტედის“ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ახლა კი, ჰარი ამასი კიდევ ერთი ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომლის მეორე საიჯარო პერიოდი კოშმარად იქცა. „შეფილდ უენსდეიში“, სადაც ის რეგულარულად თამაშობდა, „ბუები“ (კლუბის მეტსახელი) ცდილობდნენ მარცხენა მცველი და „იუნაიტედი“ დაერწმუნებინათ, რომ ამასი მათთან მთელი სეზონი დარჩენილიყო. თუმცა, „ნორვიჩ სიტიში“ გადასვლა მოეწყო, სადაც მან სერიოზული ტრავმის მიღებამდე მხოლოდ 15 წუთი ითამაშა. Centredevils-ის ცნობით, 18 წლის ფეხბურთელი „იუნაიტედში“ დაბრუნდა, რათა კერინგტონში რეაბილიტაცია გააგრძელოს. ის სავარაუდოდ ქეროუ როუდზე არ დაბრუნდება და სეზონის დარჩენილ ნაწილს „იუნაიტედის“ 21-წლამდელთა გუნდთან ერთად გაატარებს. Centredevils-ი ასევე იუწყება, რომ ამასი „მანჩესტერ იუნაიტედს“ „კანარებთან“ (ნორვიჩის მეტსახელი) ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ შეუერთდა და აღდგენას „იუნაიტედის“ 21-წლამდელთა გუნდთან ერთად აგრძელებს, სადაც ის იჯარით წასვლამდე თამაშობდა.
გასაკვირი იყო ჰარი ამასის იჯარით გაშვება, იმის გათვალისწინებით, რომ მარცხენა ფლანგზე ვარიანტების ნაკლებობა იყო და მან შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა შარშან. მაგრამ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი მიიჩნევდა, რომ ინგლისელს განვითარებისთვის ჩემპიონშიპში წასვლა სჯობდა და ის საჯაროდაც გააკრიტიკა.
ჰარი ამასი კერინგტონში დაბრუნების შემდეგ ეცდება რაც შეიძლება მალე აღიდგინოს ფორმა და მაიკლ კერიკის ყურადღება მიიპყროს სეზონის დასრულებამდე.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება