„ინტერისთვის“ მძიმე შეხვედრა გამოდგა „ასპმირა სტადიონზე“ „ბოდო/გლიმტთან“ დაპირისპირება. მასპინძლებმა ბრუნსტად ფეტის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც პიო ესპოზიტომ შესვენებამდე ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ნორვეგიულმა გუნდმა სწრაფი კონტრშეტევების შედეგად ორჯერ მოახერხა გოლის გატანა. „ნერაძურები“ ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა – 3:1. ახლა ყველაფერი საპასუხო მატჩზეა დამოკიდებული. გთავაზობთ კრისტიან კივუს კომენტარებს მატჩის დასრულების შემდეგ: