სპორტი
/
24.02.2026
მიკაელა შიფრინმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სლალომში ოქრო მოიპოვა
მიკაელა შიფრინმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქალთა სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც წინა იმედგაცრუებების შემდეგ მნიშვნელოვან დაბრუნებას ნიშნავს. მან ორივე დაშვებაში იმარჯვა, აჯობა გერმანელ ლენა დიურს და თავისი მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა სლალომში.
ტიციანა ფაბი / AFP via Getty. მიკაელა შიფრინი წარმატებით დაბრუნდა და 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა. მოთხილამურე ვარსკვლავმა უზადოდ შეასრულა პირველი და მეორე დაშვება, აჯობა რა გერმანელ ლენა დიურს. ეს გამარჯვება კორტინაში შიფრინისთვის გიგანტურ სლალომსა და გუნდურ კომბინირებულ ღონისძიებებში იმედგამაცრუებელი შედეგების შემდეგ მოვიდა.
მიკაელა შიფრინი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის არასტაბილური დასაწყისის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ქალთა სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც განამტკიცა თავისი ოლიმპიური დაბრუნება 2022 წელს პეკინში წარუმატებლობის შემდეგ. 30 წლის შიფრინმა შესანიშნავად იასპარეზა დღის პირველ დაშვებაში 18 თებერვალს, ოთხშაბათს, იტალიის ქალაქ კორტინა დ’ამპეცოში, დააფიქსირა რა 47.13 წამი, რითაც 0.82 წამით აჯობა გერმენელ ლენა დიურს. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა მოთხილამურემ რამდენიმე საათის შემდეგ თითქმის უნაკლო მეორე დაშვებით შეინარჩუნა ლიდერობა და სლალომში თავისი მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. პირველი მან 2014 წელს სოჭში მოიგო. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, ემოციებით სავსემ, მოკლედ ჩამოუშვა თავი, შემდეგ კი წამოდგა და სიხარულით მუშტები შეკრა.
შიფრინისთვის ოქროსკენ მიმავალი გზა ოდნავ გამარტივდა მას შემდეგ, რაც დიურმა დაშვების დაწყებიდან თითქმის მაშინვე კარიბჭესთან შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა. პირველი დაშვების შემდეგ, შიფრინმა განაცხადა, რომ ტრასაზე „ძალიან ზუსტად და სუფთად“ იასპარეზა. ეზრა შოუ/Getty. „ეს მარტივი ფერდობია და საკმაოდ პირდაპირი ტრასის განლაგებაა, გარდა ერთი კომბინაციისა, ამიტომაც მოითხოვს დიდ სიზუსტეს, დიდ მენტალურ მზადყოფნას და მცირე ტაქტიკურ დაგეგმარებას შუა მონაკვეთზე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. „ვგრძნობდი, რომ კარგად გავართვი თავი, თუმცა გარკვეული კითხვები მაინც მქონდა, მაგრამ დრო კარგია, ამიტომაც მივიღებ ამას და მეორე დაშვებასაც ვცდი.“
შიფრინმა აღიარა, რომ მეორე დაშვების წინ „რა თქმა უნდა, გარკვეული ნერვიულობა და შფოთვა ჰქონდა“, მაგრამ თქვა, რომ „დღეს დიდი ენერგია მქონდა, ამიტომაც მხოლოდ სტარტსა და ფინიშს შორის კარიბჭეებზე ვამახვილებდი ყურადღებას.“ ამ გამარჯვებამ უზრუნველყო, რომ მილან-კორტინა შიფრინისთვის სრული კრახი არ ყოფილიყო. მან 15 თებერვალს გიგანტურ სლალომში მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო 10 თებერვალს ქალთა გუნდურ კომბინირებულში ბრიზი ჯონსონთან ერთად მეოთხე იყო. მიუხედავად ამისა, მოთხილამურემ მთელი თამაშების განმავლობაში შეინარჩუნა პოზიტიური განწყობა, განსაკუთრებით 2024 წელს ვერმონტში მომხდარი ავარიის შემდეგ, რის შედეგადაც მას მუცლის არეში ხუთსანტიმეტრიანი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა, ასევე „ინტრუზიული აზრები“ და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), როგორც მან მოგვიანებით ჟურნალ PEOPLE-ს განუცხადა.
„გადაჭარბებული მადლიერების გრძნობა მაქვს, რომ ყოველივეს შემდეგ აქ ყოფნის შესაძლებლობა მომეცა. ვამაყობ იმით, თუ რამდენად შორს წავედი“, – დაწერა მან X-ზე 14 თებერვალს. „ერთ წელზე მეტი ხნის წინ – კილინგტონში ჩემი ავარიისა და ტრავმის შემდეგ – ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ დონეზე კვლავ შევძლებდი გიგანტურ სლალომში თხილამურებით სრიალს, მითუმეტეს ოლიმპიადაზე ამ დისციპლინაში მონაწილეობას.🥹🙏.“
ოლიმპიური და პარაოლიმპიური იმედების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ people.com-ს, რათა გაეცნოთ თამაშებამდე, თამაშების განმავლობაში და თამაშების შემდეგ მიმდინარე სიახლეებს. უყურეთ მილან-კორტინას ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს, რომელიც 6 თებერვალს დაიწყება, NBC-სა და Peacock-ზე. წაიკითხეთ ორიგინალი სტატია People-ზე.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება