„მილანის“ დირექტორი იგლი ტარე „პისასთან“ 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ 10,000 ევროთი დაჯარიმდა, მას შემდეგ რაც თამაშის სრული დროის დასრულებისას მან მოედანზე მსაჯის გადაწყვეტილებები „აგრესიულად“ გააპროტესტა. „როსონერის“ სპორტულ დირექტორს მოუწევს 10,000 ევროს გადახდა, რადგან მან „აგრესიულად გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილებები“ მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე შესვლისას. „მილანს“ მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, რომელიც ნიკლას ფიულკრუგმა გააცუდა. ამასთან, „როსონერის“ ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო, მოედნიდან გააძევეს. ფრანგმა ფეხბურთელმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო, მეორე – ბოლო წუთებში მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის. რაბიო გამოტოვებს ხვალინდელ სერია A-ს მატჩს „კომოს“ წინააღმდეგ. ეს არის 24-ე ტურის გადადებული მატჩი, რომელიც თვის დასაწყისში არ ჩატარდა სან სიროზე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის გამო. სპორტულმა მოსამართლემ ასევე დაადასტურა ჯარიმა „იუვენტუსის“ დირექტორ დემიენ კომოლისთვის და დისკვალიფიკაცია როგორც მისთვის, ასევე კიელინისთვის.