ფეხბურთის ლეგენდა მიროსლავ კლოზეს ვაჟმა, ნოა კლოზემ, ამ შაბათს (14) „მიუნხენ 1860“-ის შემადგენლობაში პროფესიონალური დებიუტი შეასრულა. ნოა კლოზე მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა „ჰაველსეს“ წინააღმდეგ მატჩში, როდესაც „მიუნხენი“ მეტოქეს ანგარიშით 5:0 ამარცხებდა. მამამისის მსგავსად, 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც მანამდე „1860“-ის სარეზერვო გუნდში თამაშობდა, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ასპარეზობს. საინტერესოა, რომ თავად მიროსლავმაც დებიუტი 21 წლის ასაკში ჰქონდა – მაშინ ის „კაიზერსლაუტერნის“ რიგებში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელი ფორვარდი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან ტურნირი 2014 წელს ბრაზილიაში მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გამოცემაში 24 მატჩში 16 გოლი გაიტანა. იქნებ ახალი გერმანული ლეგენდა გვეზრდება?