ფეხბურთი
/
23.02.2026
მიუნხენის „ბაიერნი“ ფანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის 68,750 ევროთი დაჯარიმდა
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მიუნხენის „ბაიერნი“ გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის ჯამში 68,750 ევროთი დააჯარიმა. სანქციები ორ მატჩს მოიცავს – „ჰაიდენჰაიმთან“ და „გლადბახთან“. კლუბი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც უკვე დაჯარიმდა ფანების დარღვევებისთვის.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ (DFB) მიუნხენის „ბაიერნი“ გულშემატკივრების მიერ ჩადენილი დარღვევების გამო, ორ საქმეზე ჯამში 68,750 ევროთი დააჯარიმა.
პირველი შემთხვევა 18,750 ევროს ჯარიმას მოიცავს, 21 დეკემბერს „ჰაიდენჰაიმთან“ მატჩში მინიმუმ 15 პიროტექნიკური მოწყობილობის გამოყენებისთვის. მეორე, 50,000 ევროს ჯარიმაა, 25 ოქტომბერს „ბორუსია მენხენგლადბახის“ წინააღმდეგ მატჩში მინიმუმ 50 პიროტექნიკური მოწყობილობის გამოყენებისთვის.
ბავარიულ კლუბს ამ ინციდენტებთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ, ჯარიმების გადახდას მაინც დათანხმდება. „ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც უკვე მიიღო მნიშვნელოვანი ჯარიმები ფანების დარღვევებისთვის „სპორტინგ ლისაბონისა“ და „არსენალის“ წინააღმდეგ მატჩებში. კლუბის ფანების წინააღმდეგ მიღებულმა სანქციებმა იანვარში, „იუნიონ სენ-ჟილუაზთან“ მატჩზე მთელი „ზუდკურვეს“ დახურვაც კი გამოიწვია.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება