კომპანია „Madison Square Garden Sports“-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მისი ჰოკეის და კალათბურთის კლუბების გამოყოფის შესაძლებლობის შესწავლას. „ნიუ-იორკ ნიქსისა“ და „რეინჯერსის“ მშობელმა კომპანიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისინი განიხილავენ ამ ორი ფრენჩაიზის ცალკე საჯარო კომპანიებად გაყოფას. შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, „ნიქსი“ და მისი G ლიგის კლუბი, „ვესტჩესტერ ნიქსი“, ერთ კომპანიად იქცევიან, ხოლო „რეინჯერსი“ და მისი მცირე ლიგის გუნდი, „ჰარტფორდ ვულფ პეკი“, მეორე კომპანიას შექმნიან. MSG Sports-მა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის დასრულების კონკრეტული ვადები არ არის დადგენილი და მისი განხორციელება გარანტირებული არ არის. ეს მოითხოვს NBA-სა და NHL-ის, ასევე სხვა მხარეების თანხმობას. ეს ინფორმაცია მომზადებულია New York Times-ის მასალებზე დაყრდნობით.